ტურებზე დაბრუნება

დაწყება

10:00

ხანგრძლივობა

7 დღე / 6 ღამე

ღირებულება

1750 ₾-დან

მინ. ჯგუფი

3 ადამიანი

დასავლეთ საქართველო გამორჩეული მრავალფეროვნების რეგიონია, სადაც სუბტროპიკული სანაპირო, უძველესი ციხესიმაგრეები, შთამბეჭდავი მღვიმეები, ზურმუხტისფერი კანიონები და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები ერთმანეთთან საოცარ ჰარმონიაში თანაარსებობს. ეს საგულდაგულოდ დაგეგმილი ტური აერთიანებს ბათუმის ზღვისპირა ხიბლს, ბუნების გამორჩეულ საოცრებებსა და ავთენტურ კულტურულ გამოცდილებებს.

  1. 1აღმოაჩინეთ ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მოინახულეთ საქართველოს ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ძეგლები, დააგემოვნეთ ტრადიციული ქართული სამზარეულო ადგილობრივ ოჯახებთან ერთად და თავად შეიგრძენით ის გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, რომელმაც საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასპინძლურ ქვეყნად აქცია.
  2. 2ამ მოგზაურობის ყოველი დღე დასავლეთ საქართველოს ისტორიას, ბუნებას, კულინარიულ ტრადიციებსა და ადამიანებს სრულიად ახალი კუთხით გაგაცნობთ.

დღე 1 | კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბათუმში

ბათუმის ან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისთანავე დაგხვდებათ ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც სასტუმრომდე კომფორტულ ტრანსფერს უზრუნველყოფს. განთავსებისა და მცირე დასვენების შემდეგ, გაეცნობით ბათუმს შავი ზღვის სანაპიროზე გაშენებულ ქალაქს, სადაც ევროპული არქიტექტურა, თანამედროვე ურბანული სივრცეები და სუბტროპიკული ბუნება განსაკუთრებულ ჰარმონიას ქმნის. გასეირნებას დავიწყებთ პიაცას მოედნიდან იტალიური არქიტექტურით შთაგონებული ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრციდან. შემდეგ ვეწვევით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს მართლმადიდებლურ ტაძარს. მოგზაურობას ევროპის მოედანზე გავაგრძელებთ, სადაც მედეას მონუმენტი ოქროს საწმისით კოლხეთის სამეფოსა და არგონავტების ლეგენდარულ მითს აცოცხლებს. აქვე მდებარეობს ასტრონომიული საათი და ნეპტუნის შადრევანი, რომლებიც ბათუმის ევროპულ იერს განსაკუთრებულ ელეგანტურობას სძენს. შემდეგ გავისეირნებთ ბათუმის ბულვარში, მოვინახულებთ სასწაულების პარკს, ქართული ანბანის უნიკალურობას მიძღვნილ ანბანის კოშკს და სიყვარულის სიმბოლოდ ქცეულ მოძრავ ქანდაკებას „ალი და ნინო“. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე იახტით გასეირნებით დაასრულონ. ზღვის მხრიდან გადაშლილი განათებული ბათუმის პანორამა თქვენი მოგზაურობის პირველი დაუვიწყარი შთაბეჭდილება იქნება. ღამისთვა ბათუმში კვება: - / - / -

დღე 2 | უძველესი ციხესიმაგრეები, ბოტანიკური საოცრება და შავი ზღვის გემოები

დღევანდელი დღე აჭარის ისტორიულ მემკვიდრეობასა და ბუნებრივ მრავალფეროვნებას ეძღვნება. პირველად მოვინახულებთ VI საუკუნის ბიზანტიურ ციხესიმაგრეს პეტრას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან სავაჭრო და სამხედრო ცენტრს წარმოადგენდა. მისი სტრატეგიული მდებარეობიდან შავი ზღვის სანაპიროს შთამბეჭდავი ხედები იშლება. შემდეგ ვეწვევით ბათუმის ბოტანიკურ ბაღს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ბოტანიკურ ბაღს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის მცენარეული კოლექციები, სუბტროპიკული ტყეები და ზღვის ულამაზესი პანორამები ერთმანეთთან ბუნებრივად ერწყმის. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების შემდეგ თავისუფალი დრო გექნებათ მწვანე კონცხზე დასვენებისა და შავი ზღვის სუფთა წყლებში ბანაობისთვის. ზღვისა და სუბტროპიკული ბუნების საოცარი შერწყმა ამ ადგილს აჭარის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სანაპიროდ აქცევს. დღის ბოლოს ბათუმის თევზის ბაზარს ვეწვევით, სადაც თავად შეარჩევთ ადგილობრივი მეთევზეების მიერ ახალდაჭერილ თევზსა თუ ზღვის პროდუქტებს და მათ ახლომდებარე საოჯახო რესტორანში დააგემოვნებთ. ღამისთვა ბათუმში კვება: საუზმე

დღე 3 | მთიანი აჭარის ტრადიციები

დღევანდელი დღე მთიანი აჭარის ბუნებას, კულტურასა და ტრადიციებს გაგაცნობთ. პირველი გაჩერება ბორჯღალოს ეთნოგრაფიული მუზეუმია, სადაც ხელით ნაკვეთი ხის ფიგურები თვალწინ აცოცხლებს ძველი აჭარის ყოფას, ტრადიციულ საქმიანობასა და ხელოსნურ კულტურას. შემდეგ მოვინახულებთ მახუნცეთის ჩანჩქერს აჭარის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას, ხოლო სულ ახლოს მდებარე თამარ მეფის შუა საუკუნეების ქვის თაღოვანი ხიდი ქართული სამშენებლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშს წარმოგვიდგენს. დღის განსაკუთრებული ნაწილი ტრადიციულ ოჯახურ მარანში გელოდებათ, სადაც დააგემოვნებთ აჭარულ კერძებსა და ადგილობრივ ღვინოს. მასპინძლები გაგიზიარებენ ქართული მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიასა და იმ სტუმართმოყვარეობას, რომელიც ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ღამისთვევა ბათუმში კვება: საუზმე / სადილი

დღე 4 | მღვიმეები, ზურმუხტისფერი კანიონები და მეგრული ტრადიციები

დღევანდელი დღე დასავლეთ საქართველოს ბუნების უნიკალურ საოცრებებსა და სამეგრელოს ავთენტურ კულტურას გაგაცნობთ. მოგზაურობას დავიწყებთ პრომეთეს მღვიმის მონახულებით ბუნების გამორჩეული ქმნილებით, სადაც მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული სტალაქტიტები, სტალაგმიტები და შთამბეჭდავი მიწისქვეშა დარბაზები ზღაპრულ სამყაროს ქმნის. შემდეგ გავემართებით მარტვილის კანიონისკენ, რომელიც ზურმუხტისფერი წყლით, მაღალი კირქვის კლდეებითა და ულამაზესი ბუნებით საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კანიონში ნავით გასეირნებაც. დღის განსაკუთრებული ნაწილი გელოდებათ ლია ბებოს ტრადიციულ ეთნო სახლში, სადაც მეგრული სტუმართმოყვარეობის თბილ გარემოში თავადაც გახდებით კულინარიული გამოცდილების მონაწილე. მასპინძლებთან ერთად მოამზადებთ და გაწელავთ მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კერძს ელარჯს, შემდეგ კი დააგემოვნებთ ოჯახური რეცეპტებით მომზადებულ ავთენტურ მეგრულ კერძებს. ეს შეხვედრა საშუალებას მოგცემთ, ახლოდან გაეცნოთ სამეგრელოს კულინარიულ ტრადიციებსა და ადგილობრივი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას. სადილის შემდეგ მოვინახულებთ ჭყონდიდის მონასტერს საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ და სასულიერო ცენტრს. მონასტრამდე საბაგიროთი ავალთ, საიდანაც სამეგრელოს თვალწარმტაცი პანორამული ხედები იშლება და ამ დაუვიწყარ დღეს განსაკუთრებულ დასასრულს სძენს. ღამისთევა ბათუმში კვება: საუზმე / სადილი

დღე 5 | თავისუფალი დღე ბათუმში

დღეს ბათუმს საკუთარი სურვილისამებრ აღმოაჩენთ. დაისვენეთ ზღვის სანაპიროზე, გაისეირნეთ ბათუმის ბულვარში, მოინახულეთ მუზეუმები, კაფეები, რესტორნები და სავაჭრო სივრცეები ან უბრალოდ დატკბით ქალაქის ზღვისპირა ატმოსფეროთი. სურვილის შემთხვევაში ჩვენი გუნდი სიამოვნებით დაგიგეგმავთ დამატებით ექსკურსიებსა და ინდივიდუალურ გამოცდილებებს, რათა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოთ თქვენი მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. ღამისთევა ბათუმში კვება: საუზმე

დღე 6 | თავისუფალი დღე ბათუმში

დღევანდელი დღე სრულად თქვენს განკარგულებაშია. შეგიძლიათ დაისვენოთ ზღვის სანაპიროზე, ისიამოვნოთ ბათუმის მრავალფეროვანი კაფეებითა და რესტორნებით ან საკუთარი ინტერესების შესაბამისად დაგეგმოთ დღე. ადრენალინისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის შესაძლებელია დამატებით დაიგეგმოს Wrangler-ის ჯიპ-ტური მთიან აჭარაში. მარშრუტი მოიცავს მიუვალ მონაკვეთებს, მთის პანორამულ ხედებს, ადგილობრივ ოჯახებთან სტუმრობას, ორგანული თაფლისა და ღვინის დეგუსტაციას, ყველის დამზადების მასტერკლასსა და ტრადიციულ ოჯახურ სადილს. ღამისთვეა ბათუმში კვება: საუზმე

დღე 7 | გამგზავრება

საუზმის შემდეგ, ფრენის განრიგის შესაბამისად, თავისუფალი დრო გექნებათ, რის შემდეგაც ჩვენი ტრანსპორტი ბათუმის/ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გადაგიყვანთ. მოგზაურობა დასრულდება, თუმცა დასავლეთ საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება, უძველესი ისტორია, გამორჩეული კულინარია და გულითადი სტუმართმოყვარეობა კიდევ დიდხანს დარჩება თქვენს მოგონებებში. კვება: საუზმე

  • სასტუმროში განთავსება საუზმით
  • სერტიფიცირებული პროფესიონალი გიდის მომსახურება
  • კომფორტული ტრანსპორტირება მთელი ტურის განმავლობაში
  • პროგრამით გათვალისწინებული შესასვლელი ბილეთები
  • პროგრამით განსაზღვრული კვება